მარკა - გვარდიოლას რეალ მადრიდის საუკეთესო გუნდებს შორის დასახელება „დაავიწყდა“
მარკა - გვარდიოლას რეალ მადრიდის საუკეთესო გუნდებს შორის დასახელება „დაავიწყდა“

„ხოსეპ გვარდიოლა რეალ მადრიდის მიმართულებით კენჭების სროლას განაგრძობს“, – ასე ეხმაურება ესპანური სპორტული გაზეთი „მარკა“ (Marca) მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ ინერვიუს, რომელშიც ის ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდებს შორის მადრიდულ სამეფო კლუბს არ ასახელებს.

„რომელია ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდები? იუვენტუსი, ბაიერნი და ბარსელონა. ესენი არიან პირველ სამეულში. რატომ? იმიტომ რომ ყოველ სეზონში იგებენ საკუთარ ჩემპიონატს ან თასს. ისინი ყოველ სეზონში პირველები არიან“, – განაცხადა გვარდიოლამ, როდესაც საკუთარი გუნდის შესაძლებლობებზე ისაუბრა, – „ჩვენ სწორედ ამ სამ გუნდზე უნდა გავაკეთოთ სწორება. რაც არ უნდა მოხდეს, ეს სამი გუნდი ყოველთვის ბრუნდება“.

„ნუთუ დაავიწყდა გვარდიოლას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რეალ მადრიდმა ორჯერ მოიგო ლიგა, ორჯერ – თასი, ორჯერ – სუპერთასი, ოთხჯერ – საკლუბო მსოფლიოს ჩემიონატი, სამჯერ – ესპანეთის სუპერთასი და, რაც ყველაზე მთავარია, პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სამჯერ ზედიზედ და ოთხჯერ ხუთი წლის მანძილზე მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა?“ – სვამს კითხვას „მარკა“.