„მარკა“ - ანჩელოტიმ ხამესი „ევერტონში“ გადასვლაზე დაიყოლია
„მარკა“ - ანჩელოტიმ ხამესი „ევერტონში“ გადასვლაზე დაიყოლია

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ახლოს არის „ევერტონში” გადასვლასთან.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ლივერპულური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პირადად დაითანხმა კოლუმბიელი ინგლისში გადასვლაზე.
ტრანსფერის თანხა 25-30 მილიონ ევროს გაუტოლდება.

როდრიგესმა ადრე განაცხადა, რომ სურს „რეალის“ დატოვება და კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება.
მისი ხელშეკრულება მადრიდულ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისს იწურება.

გასულ სეზონში როდრიგესმა 14 ოფიციალური მატჩი ჩაატარა – მისი მონაგარი იყო ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა.