მარკ უებერი - ჰემილტონი უფრო სრულყოფილია, ვიდრე შუმახერი
მარკ უებერი - ჰემილტონი უფრო სრულყოფილია, ვიდრე შუმახერი

ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, ავსტრალიელმა მარკ უებერმა აზრი გამოთქვა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონზე ლუის ჰემილტონზე და ის ლეგენდარულ გერმანელს მიხაელ შუმახერს შეადარა. უებერის აზრით, ლუისი უკვე დღეს უფრო სრულყოფილი მრბოლელია, ვიდრე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.

„ეჭვგარეშეა, რომ ჰემილტონი უკვე გახლავთ ერთ-ერთი უდიადესი ისტორიაში. ვფიქრობ, ის უფრო სრულყოფილი პილოტია, ვიდრე მიხაელ შუმახერი.

ჰემილტონმა თავის გამარჯვებებს ბოლიდის მართვის ტექნიკური სტილის წყალობით მიაღწია. ის თავის კონკურენტებს კორექტულად ებრძოდა და არ იყენებდა ბინძურ ილეთებს, როცა საქმე კონტაქტამდე მიდიოდა.

ლუისი ძალიან მოტივირებული და გამარჯვებებს მოწყურებული ჩანს – ისევე, როგორც მთელი „მერსედესი” ტოტო ვოლფის ხელმძღვანელობით. ეს შესანიშნავი ტანდემია”, – მოჰყავს ავსტრალიელის სიტყვები GPblog-ს.