მარკ კუკურელია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხდება #1TVSPORT
მარკ კუკურელია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხდება #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ დაასრულა „ჩელსის“ განაპირა მცველის მარკ კუკურელიას ტრანსფერი, – წერს სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. ლონდონელებმა ესპანელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმების გავლის ნება დართეს.

„რეალი“ „ჩელსის“ 55 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.

კუკურელიას მიმართ დაინტერესება თავად მადრიდელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამოთქვა. ესპანელი თავის ახალ კლუბთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს. პრეზენტაცია მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შედგება.

27 წლის მარკ კუკურელია „ჩელსიმ“ 2022 წელს შეიძინა „ბრაიტონიდან“. გასულ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარამ ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.