მარკ კუბანი კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარება
მარკ კუბანი კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარება

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ინფექციამ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობი ზარალი მიაყენა. უამრავი ადამიანი თვითიზოლაციაში, ზოგი კი კარანტინში იმყოფება. ამის შედეგად კი ყველაზე მეტად მცირე ბიზნესის წარმომადგენლები დაზარალდნენ.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „დალას მავერიკსის“ მფლობელი გამოდის ინიციატივით და სწორედ იმ ადამიანებს გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რომლებიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ვირუსის გამო დაზარალდნენ.