მარკ გასოლმა ტრავმა მიიღო
მარკ გასოლმა ტრავმა მიიღო

„ტორონტო რეპტორსმა” რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში სტუმრად „დეტროიტი” 99-112 დაამარცხა. გამარჯვების მიუხედავად კანადური გუნდის გულშემატკივრებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

ესპანელმა ცენტრმა თამაში ნაადრევად მუხლის მყესის დაზიანების გამო დატოვა და პარკეტზე აღარ დაბრუნებულა.

მარკ გასოლი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 6.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 3.5 მოხსნას აგროვებს. ტრავმის გამო მას რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.