მარკ გასოლი „ჟირონას“ კალათბურთელი გახდა #1TVSPORT
მარკ გასოლი „ჟირონას“ კალათბურთელი გახდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სამგზის მონაწილე მარკ გასოლი ესპანური კლუბის „ჟირონას“ კალათბურთელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 36 წლის ესპანელი ამ გუნდის პრეზიდენტია. „ჟირონა“ ქვეყნის ჩემპიონატის“ მეორე დივიზიონში თამაშობს.

თავის დროზე, „ჟირონაში“ უთამაშია (2006-08) მარკის უფროს ძმას პაუ გასოლს, რომელმაც ამ გუნდთან ერთად ევროთასი მოიგო.

მარკ გასოლს NBA-ში 891 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საშუალო სტატისტიკა 14.0 ქულა და 7.4 მოხსნა იყო.