მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ამ სეზონში თამაშის შანსი აქვს #1TVSPORT
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ამ სეზონში თამაშის შანსი აქვს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ძირითადი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელმაც სეზონის მსვლელობისას მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, სავარაუდოდ შეძლებს სეზონის დასკვნით ნაწილში თამაშს. არადა, თავდაპირველი პროგნოზებით, გერმანელი მომავალ სეზონამდე ვერ უნდა დაბრუნებულიყო მინდორზე.

როგორც გამოცემა Diario Sport წერს, ტერ შტეგენის აღდგენის პროცესი სწრაფი წესით მიმდინარეობს და უსწრებს წინასწარ დათქმულ გრაფიკს. გერმანელს სურს ისე შეადგინოს გამოჯანმრთელების გეგმა, რომ მწყობრში უკვე ამ სეზონში ჩადგეს. როგორც ესპანური პრესა წერს, ტერ შტეგენმა უკვე დაიწყო მუშაობა „ბარსელონას“ მეკარეების მწვრთნელებთან და მინდორზეც გადის სათამაშოდ.

როგორც ირკვევა, ტერ შტეგენმა უკვე გააფრთხილა სამწვრთნელო შტაბი, რომ გეგმაში აქვს ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში თამაში, აგრეთვე განმეორებითი ნახევარფინალი ჩემპიონთა ლიგაზე.