მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა სუარესს საგოლე გადაცემა გაუკეთა (ვიდეო)

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საგოლე გადაცემა შეასრულა ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში “ხეტაფეს” წინააღმდეგ. ეს შეხვედრა კატალონურმა გრანდმა სტუმრად 2:0 მოიგო.

41-ე წუთზე გერმანელი მეკარე საჯარიმოს გარედან გამოვიდა მეტოქის პასის ჩასაჭრელად. ბურთის მიღების შემდეგ, ტერ შტეგენმა გრძელი გადაცემით ლუის სუარესს მიაწოდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა.

სუარესისთვის ეს იყო მესამე გოლი სეზონში. როგორც სტატისტიკური პორტალი „ოპტა“ (Opta) ამტკიცებს, ტერ შტეგენი „ბარსელონას“ პირველი მეკარეა XXI საუკუნეში, ვინც საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

„ბარსას“ მხრიდან მეორე გოლი მეორე ტაიმში ფირპო ჟუნიორმა გაიტანა. “ბარსელონა” 13 ქულია მეორე ადგილზე გადავიდა ლა ლიგაში.