გერმანიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გამოაცხადა, რომ ზურგზე ოპერაცია ელოდება.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ კატალონური კლუბი ითხოვდა ქირურგიულ ჩარევას, თავად 33 წლის გერმანელი ბოლო მომენტამდე ეჭვობდა ოპერაციის აუცილებლობაზე.
„დღეს ჩემთვის რთული დღეა. ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები, მაგრამ, სამწუხაროდ, ტკივილს ვგრძნობ. „ბარსელონას“ ექიმების ჯგუფთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ინტენსიური განხილვების შემდეგ დადასტურდა, რომ ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო ხერხი სრული აღდგენისთვის – ოპერაციაა.
წინა ქირურგიული ჩარევის შემდეგ მინდორზე 66 დღის შემდეგ დავბრუნდი. ამჯერად ექიმებს მიაჩნიათ, რომ რისკის თავიდან ასაცილებლად საჭირო იქნება სამთვიანი რეაბილიტაცია“, – დაწერა სოციალურ ქსელში ტერ შტეგენმა.
გერმანელმა 2024-25 წლების სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.