მარჯანიშვილის თეატრში „ოქროს ბურთის“ ნომინანტის, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი საღამო მიმდინარეობს #1TVSPORT
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობს ღონისძიება Golden Week of Football Tbilisi. საღამო ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი აქვს.
საქართველოს დედაქალაქს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი ეწვია. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონთან ერთად, თბილისში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და ყოფილი ფეხბურთელები პანელური დისკუსიის ფარგლებში თეატრის სცენიდან ისაუბრებენ.
„მიუხედავად ჩვენს ურთიერთობაში არსებული 3-4-წლიანი წყვეტისა (თუმცა კონტაქტი სულ გვქონდა), ხვიჩა ისეთივე უბრალო ადამიანია, როგორც ბავშვობაში იყო. სწორედ ეს არის მისი მთავარი ღირსება“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ.