მარიუპოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ჭურვები გამოიყენეს

12:38, 15.05.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ჭურვებით დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავად ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო „9 ემ 22 ეს“ ცეცხლგამჩენი ჭურვები თერმიტის ფენებით. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2.5 ათასი გრადუსია. წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია“, – აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო.

მსგავსი