მარიო კემპესი - მესი ვერასოდეს გაუთანაბრდება მარადონას, თუნდაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი #1TVSPORT
მარიო კემპესი - მესი ვერასოდეს გაუთანაბრდება მარადონას, თუნდაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი #1TVSPORT

არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი მარიო კემპესი არ მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი დიეგო მარადონას აღემატება.

„ლიონელ მესის არ გაუმართლა იმ მხრივ, რომ დიეგო მარადონას მემკვიდრის როლი ერგო. ძალიან რთულია დაჩრდილო დიეგო, რომელსაც მთელს მსოფლიოში კერპად მიიჩნევენ.

თუ მესის სურს მარადონაზე უკეთესი იყოს… ის ვერ შეძლებს ამის მიღწევას, თუნდაც ზედიზედ ოთხი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. მას დღემდე არ აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენ და როგორი ხარისხის ტიტულებს იგებს – ის ვერასოდეს გაუთანაბრდება დიეგოს“, – განაცხადა კემპესმა.

11 ივლისს, მესიმ პირველი ტიტული მოიგო არგენტინის ნაკრებში. მისმა გუნდმა კოპა ამერიკას ფინალში ბრაზილია დაამარცხა.