მარიო გიოტცეს ძმამ „ბაიერნს“ ქულები დააკარგვინა
მარიო გიოტცეს ძმამ „ბაიერნს“ ქულები დააკარგვინა

შუა კვირას გერმანიის ბუნდესლიგაში მეხუთე ტური იმართება. სეზონში პირველი ქულები დაკარგა მიუნხენის „ბაიერნმა“, რომელმაც შინ ვერ მოუგო „აუგსბურგს“.

გერმანიის ჩემპიონი არიენ რობენის გოლით იგებდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „აუგსბურგი“ გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხურთელის, მარიო გიოტცეს უმცროსმა ძმამ, 20 წლის ფელიქს გიოტცემ გადაარჩინა.

„ბაიერნმა“ პირველად ვერ მოიგო მიმდინარე სეზონში, მაგრამ მაინც ლიდერია 3 ქულით.