მარიო გიოტცე ექვსი კვირა ვერ ითამაშებს
მარიო გიოტცე ექვსი კვირა ვერ ითამაშებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე მარცხენა ფეხის კოჭზე მიღებული დაზიანების გამო ექვსი კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

გიოტცემ ბუნდესლიგის ბოლო ტურში ერთი გოლი გაიტანა „შალკესთან“ მატჩში. ნახევარმცველი მანამდე თითქმის ერთი წელი ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას. ის შეხვედრა 4:4 დასრულდა. უფრო ადრე, გიოტცე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვმა გამოიძახა.

ამასთან, მარიოს გასული სეზონის დიდი ნაწილი ასევე ტრავმის გამო გაუცდა.