მარიო ბალოტელიმ რასისტული შეურაცხყოფების გამო, კინაღამ სერია A-ს მატჩი ჩაშალა (ვიდეო)
„ბრეშიას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ვერონასთან“ გასვლით მატჩში რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლი გახდა.
ბალოტელიმ ტრიბუნებიდან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები გაიგონა, შუა თამაშისას ბურთი ხელში აიღო, მაყურებლებისკენ დაარტყა და მოედნიდან გავიდა. ორივე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მისი დაწყნარება სცადა, მსაჯმა კი მატჩი რამდენიმე წუთით შეწყვიტა. მაყურებლებს გამოუცხადეს, რომ ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, თამაში საბოლოოდ შეწყდებოდა.
ამის შემდეგ, ბალოტელი მინდორზე დაბრუნდა და თამაში გააგრძელა.
Mario Balotelli kicks ball into crowd and walks off pitch following racist chanting from Hellas Verona fans. Game was temporarily suspended and announcement over tannoy system before game, with Balotelli, restarted. #VeronaBrescia #NoToRacism pic.twitter.com/4XNMb6u7zH
— Colin Millar (@Millar_Colin) 3 November 2019