მარიო ბალოტელი კარიერას სერია B-ში გააგრძელებს
მარიო ბალოტელი კარიერას სერია B-ში გააგრძელებს

იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი „მონცას“ ფეხბურთელი გახდა. მან სერია B-ს კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი. ახალ გუნდში ბალოტელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ფორვარდი ხუთი თვე იყო დარჩენილი კლუბის გარეშე მას შემდეგ, რაც ზაფხულში „ბრეშა“ დატოვა.

„მონცა” სერია B-ში მეცხრე ადგილზეა. ეს კლუბი „მილანის“ ყოფილ მფლობელს სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის, სპორტული დირექტორი კი ადრიანო გალიანია.

30 წლის ბალოტელისთვის „მონცა“ რიგით მეცხრე კლუბია კარიერაში. ბოლო პერიოდში მას აქტიურად იწვევდნენ თავიანთ რიგებში ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბი „ბარნსლი“ და ბრაზილიური „ვასკო და გამა“.