ბათუმის „დინამო“ ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა, მარიო ბალბურდიამ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ანგოლელი თავდამსხმელი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც რამენიმე საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რფს-სთან („რიგას ფეხბურთის სკოლა“) ბოლო ამხანაგურ მატჩში კი სამატჩო განაცხადშიც არ იყო.
როგორც გაირკვა, ბალბურდია შეკრების მსვლელობისას თურქეთის პირველი დივიზიონის „ბოლუსპორში“ გადავიდა – 9 თებერვალს კი თურქეთის პირველი ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში „ქეჩიორენგუჩუსთან“ სადებიუტო შეხვედრაში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
მარიო ბალბურდია ბათუმის „დინამოს“ 2024 წლის სექტემბერში ანდრეი დემჩენკოს მწვრთნელობის დროს შეუერთდა. 27 წლის ნახევარმცველს ანგოლის ეროვნული ნაკრების მაისურით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, თამაშობდა „ეშტრელასა“ და „მაფრაში“.