მარინა კალიურანდი - ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება
მარინა კალიურანდი - ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება

ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, გამოსავალი თუ ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ.

კალიურანდის თქმით, დღეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეა, რათა მოიძებნოს კომპრომისი და კრიზისი დასრულდეს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ პოზიციას. დღეს ყველა მათ უყურებს. დღეს პასუხისმგებლობა მათზეა, რათა მოიძებნოს კომპრომისი და კრიზისი დასრულდეს. ასე რომ, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, თუ გამოსავალი ვერ მოიძებნება, ამაში დამნაშავე ოპოზიცია იქნება.

დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გადახედავენ გადაწყვეტილებას და გადადგამენ ნაბიჯებს გამოსვლისკენ. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩვენ დავუბრუნდებით იმ ეტაპს, როდესაც ბატონი დანიელსონი წავიდა, მისი მეორე ვიზიტის შემდეგ და შვიდმა ევროპარლამენტარმა გავავრცელეთ განცხადება, ვფიქრობ, ამ განცხადებაში ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ გამოსვალი თუ არ მოიძებნა, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან იგივე აღარ დარჩება. ეს კი ძალიან სამწუხაროა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ოპოზიციის ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რათა გადახედონ ყველა ნაბიჯს და ყველა სიტყვას, რომელსაც დღეიდან იტყვიან. ამას მოჰყვება შედეგები საქართველოსთვის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს რეალობაა. ევროკავშირმა დიდი ინვესტიციების დააბანდა საქართველოში კრიზისის გადასაჭრელად და უმაღლეს დონზე იყო ჩართული.

იმაზე მაღალი დონე, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მისი პირადი წარმომადგენელია, აღარ იქნება. ამიტომ ყველას ვთხოვ, ამას სერიოზულად მიუდგნენ. აქვე ვიტყვი, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას თუ არ შეუძლია შეთანხმების მიღება, მაშინ იმათ მაინც მოვუწოდებ, ვისაც ეს ძალუძს. გამოდით საჯაროდ, გააკეთეთ განცხადებები, შედით პარლამენტში, ხელი მოაწერეთ დანიელსონის დოკუმენტს, რადგან ამას შეიძლება მოახდინოს ზემოქმედებს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. ვფიქრობ, დღეს არავის სურს, მარტო ყოფნა კუთხეში, დამნაშავის სტატუსით“, – განაცხადა კალიურანდიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.