მარინ ლე პენი – უკრაინა ევროკავშირში თუ ​გაწევრიანდება, პირველები ჩვენ დავზარალდებით

09:54, 08.10.2026
Rassemblement National (RN) far right partys presidential candidate Marine Le Pen delivers a speech during a campaign meeting in Saint-Martin-Lacaussade, on March 25, 2022. (Photo by ROMAIN PERROCHEAU / AFP) (Photo by ROMAIN PERROCHEAU/AFP via Getty Images)

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერ​ი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საფრანგეთის სოფლის მეურნეობა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

მისი თქმით, საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ გადაწყვეტილებით დაზარალდება. ლე პენის განცხადებით, ამის ორი მიზეზი არსებობს. მისი თქმით, საფრანგეთის სოფლის მეურნეობა, ერთი მხრივ, ძლიერ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას შეეჯახება, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შემცირდება ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილი.

„ჩვენ არა მხოლოდ ძლიერ არაკეთილსინდისიერ კონკურენციას შევეჯახებოდით, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდებოდა საერთო სასოფლო-სამეურნეო ბიუჯეტიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი წილიც“, – წერს ლე პენი.

მსგავსი