მარინ ლე პენი – მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელი სამხედროების მომზადებასა და მათთვის დახმარების გაწევას, აღჭურვილობის მიწოდებას, უკრაინის დაფინანსებას ვეღარ გავაგრძელებთ

00:54, 15.10.2026

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, საფრანგეთს უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს.

მისი თქმით, უკრაინის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება აუცილებელია, რათა მას არ შეექმნას მოლოდინი, რომ საფრანგეთი დახმარებას განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს.

ამასთან, ლე პენი მხარს უჭერს უკრაინელი სამხედროების მომზადებისა და აღჭურვილობით დახმარების გაგრძელებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელი სამხედროების მომზადებასა და მათთვის დახმარების გაწევას, მათ შორის, აღჭურვილობის მიწოდებას, უკრაინის დაფინანსებას ვეღარ გავაგრძელებთ. შესაბამისად, ეს დაფინანსება შეწყდება. ვფიქრობ, გულწრფელობა იქნება, თუ ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლავე ვეტყვით და არ შევუქმნით მოლოდინს, თითქოს უკრაინის დაფინანსებას განუსაზღვრელი ვადით შევძლებთ. როგორც საფრანგეთის საბიუჯეტო მდგომარეობიდან ობიექტურად ჩანს, ამის საშუალება უბრალოდ აღარ გვაქვს. დღეს საფრანგეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომელიც, როგორც ყველას კარგად ესმის, უკიდურესად სახიფათოა“, – განაცხადა ლე პენმა.

მსგავსი