მარინ ჩილიჩს კარიერაში 500 მოგება დაუგროვდა
მარინ ჩილიჩს კარიერაში 500 მოგება დაუგროვდა

კრემლის თასზე ხორვატმა მარინ ჩილიჩმა კარიერაში მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა. მეოთხედფინალის მოგების შემდეგ, აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონს (2014 წელი) პროფესიულ ტურში 500 გამარჯვება დაუგროვდა, როცა თანამემამულე ივო კარლოვიჩის ორ სეტში სძლია – 6:1, 7:6(5).

ჩილიჩის გარდა, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის კარიერაში 500 ან მეტი მატჩი ცხრა მოთამაშეს აქვს მოგებული:

1. როჯერ ფედერერი – 1 229

2. რაფაელ ნადალი – 967

3. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 878

4. ენდი მარეი – 666

5. ტომაშ ბერდიხი – 640

6. ფერნანდო ვერდასკო – 544

7. რიშარ გასკე – 537

8. ტომი რობრედო – 533

9. სტენ ვავრინკა – 509

10. მარინ ჩილიჩი – 500