„მარიბორის“ მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა - დღეს ჩემმა გუნდმა კარგად არ ითამაშა
„მარიბორის“ მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა - დღეს ჩემმა გუნდმა კარგად არ ითამაშა

დარკო მილანიჩს საჩხერეს „ჩიხურასთან“ ევროპალიგის პირველი მატჩის (0:0) შედეგი ლოგიკურად მიაჩნია. პრესკონფერენციაზე სლოვენიური „მარიბორის“ მთავარმა მწვრთნელმა მეტოქის პლუსებზეც ილაპარაკა და შანსებიც შეაფასა.

„ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. „ჩიხურას“ კარგი თამაში სიურპრიზი არ ყოფილა და მძიმე შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი ტაიმი კარგად გამოვიყურებოდით და „ჩიხურას“ კონტრშეტევების საშუალება არ მივეცით. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მწვავედ შეგვიტიეს. საბოლოოდ, იმ შედეგს მივაღწიეთ, რასაც ვფიქრობდით, მაგრამ დღეს ჩემმა გუნდმა კარგად არ ითამაშა. ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსები გაგვაჩნია. თუმცა, დღეს მეტოქეს ვაკვირდებოდი და მისი სუსტი წერტილები დავინახე. შევეცდები, ეს საშინაო შეხვედრაში საჩვენოდ გამოვიყენოთ და გავიმარჯვოთ“, – განაცხადა დარკო მილანიჩმა.