მარიანო დიასის შესანიშნავი სტატისტიკა
მარიანო დიასის შესანიშნავი სტატისტიკა

„ლა ლიგის“ ბოლო ტურში, მადრიდის „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი მარიანო დიასი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ფორვარდს, „სამეფო კლუბის“ რიგებში თამაშისას, კარის მიმართულებით ჯამში 18 დარტყმა აქვს შესრულებული და აქედან ცხრა გოლად აქცია.

შეგახსენებთ, რომ მარიანო დიასი მადრიდის „რეალს“ სეზონის წინ, ფრანგული „ლიონიდან“ შეუერთდა.