მარიამ ქვრივიშვილი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო „კოვიდ-19“-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას წარადგენს

09:53, 27.01.2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ.  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც წარვადგენთ გეგმას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა და აღადგინოს ეკონომიკა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი