მარიამ ბოლქვაძე სოლარინოს ტურნირის მეორე წრეშია

12:28, 21.11.2019

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იტალიაში სოლარინოს ტურნირზე ასპარეზობს, სადაც იგი მეორე ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ჩვენმა თანამემამულემ ბრიტანელი ჩოგბურთელი დესტინ მარტინსი ორ სეტში, ანგარიშით 6-3 6-2 დაამარცხა.

მარიამი დღეს გათამაშების მეორე წრეში ესპანელ ჯულია პაიოლას დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს. მისი მეწყვილე ჩეხი მონიკა კილნაროვაა.

მარიამის და ჯულიას წყვილი მეოთხედფინალურ მატჩს იტალიურ-ხირვატიული დუეტის წინააღმდეგ გამართავს. TOPSPIN ENERGY CUP 25,000 დოლარის კატეგორიის ტურნირია და

გამარჯვებული სპორტსმენი საპრიზო თანხასთან ერთად 150 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებს.

მსგავსი