მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს
მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიოს 375-ე ჩოგანია, ინდოეთში ITF-ის სერიის ტურნირში მონაწილეობს და უკვე ნახევარფინალამდე მიაღწია.

ბოლქვაძემ პირველ წრეში ინდოელი პალჰა დაამარცხა (6:4, 6:4), მეორე რაუნდში მოუგო მეექვსე ნომრად განთესილ უკრაინელ ვალერია სტრახოვას (6:1, 6:7(2), 6:4),
მეოთხედფინალში კი 20 წლის ქართველის მეტოქე იყო ტურნირის მეოთხე ნომერი, ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა. ბოლქვაძემ, მოულოდნელად, ძალიან იოლად მოიგო – 6:1, 6:2. ქართველმა ხუთი ბრეიკი შეასრულა, პირველი მოწოდებით ქულების 90 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 81 პროცენტი.

პარასკევს, ბოლქვაძე ნახევარფინალში ტურნირის პირველ ნომერს, ჩინელ იაინ ლუს შეხვდება.