მარია ზახაროვა - სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული" გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო", ახლა კი ამერიკული ჭკვიანი რაკეტები
მარია ზახაროვა - სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული" გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო", ახლა კი ამერიკული ჭკვიანი რაკეტები

სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი ამერიკული ჭკვიანი რაკეტები, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სირიაზე სამხედრო იერიშს.

„იმ სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც მრავალი წელია ცდილობს, გადარჩეს ტერორისტული აგრესიის პირობებში, დარტყმა განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან ისინი დგანან, ვინც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე, აცხადებს თავის განსაკუთრებულობაზე. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ იმ მომენტში, როდესაც სირიამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო, ცეცხლი გაუხსნა მის დედაქალაქს”, – წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში.

„თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დამასკოზე ქიმიურ თავდასხმაში დარწმუნებულია მედიაზე, სიმპტომების შესახებ ცნობებზე, ვიდეოზე და ფოტოზე, ასევე სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ განცხადების შემდეგ ამერიკულმა და დანარჩენმა დასავლურმა მომხდარში თავისი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს. 15 წლის წინ თეთრმა სახლმა გამოიყენა სინჯარა და თავისი სახელმწიფო მდივანი, ახლა სინჯარის ნაცვლად ვაშინგტონმა მედია გამოიყენა”, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.