მარია ზახაროვა - რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ჩეხეთის განცხადებით დასავლეთს სურდა, ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ ინფორმაცია გადაეფარა
მარია ზახაროვა - რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ჩეხეთის განცხადებით დასავლეთს სურდა, ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ ინფორმაცია გადაეფარა

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ჩეხეთის განცხადებით დასავლეთს სურდა, ბელარუსში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ ინფორმაცია გადაეფარა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, ჩეხეთის ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ არ აქვს დამოუკიდებელი ხაზი საერთაშორისო საქმეებში და რუსეთთან ურთიერთობებში.

„ეს 21-ე საუკუნის ვასალობაა. აშშ-მა, ახლა უკვე აქტიურ ინფორმაციულ და პოლიტიკურ სივრცეში, აამოქმედა ვასალური მექანიზმი ახალ ტექნოლოგიურ დონეზე, მაგრამ პრინციპი იგივეა. ვარშავა თუ პრაღა, აშშ-ის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ზახაროვამ.

ჩეხეთმა რუსი დიპლომატები 17 აპრილს გააძევა. პრაღაში თქვეს, რომ რუსეთის საელჩოში დაზვერვის თანამშრომლები მუშაობდნენ, რომლებსაც სავარაუდო კავშირი აქვთ 2014 წელს ჩეხეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან. საპასუხოდ, რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.