მარია ზახაროვა - რუსეთი იპოვის გზას, რომ აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უპასუხოს
მარია ზახაროვა - რუსეთი იპოვის გზას, რომ აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უპასუხოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი იპოვის გზას, რათა აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უპასუხოს. ამის შესახებ ზახაროვა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, თანაზომადი პასუხის გაცემა რთული იქნება.

„სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ“, – წერს მარია ზახაროვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქციებს უწესებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვს და მისი ოჯახის წევრებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, კადიროვის წინააღმდეგ სანქციები მის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამო დააწესეს.