მარია ზახაროვა - ნატო-ს გემები რეგულარულად შედიოდნენ ალიანსის არაწევრი ქვეყნების პორტებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ფინეთში
მარია ზახაროვა - ნატო-ს გემები რეგულარულად შედიოდნენ ალიანსის არაწევრი ქვეყნების პორტებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ფინეთში

ნატო-ს გემები რეგულარულად შედიოდნენ ალიანსის არაწევრი ქვეყნების პორტებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ფინეთში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს აქტიურობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ნატო-ს მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფები და ალიანსის ქვეყნების გემები რეგულარულად შედიოდნენ ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების აკვატორიებში და შედიოდნენ ნატო-ს არაწევრი ქვეყნების პორტებში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და ფინეთში“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

„რა თქმა უნდა, ევროპაში სიტუაცია არსებითად გართულდა და ჩვენ ამაზე რეგულარულად ვსაუბრობთ. ეს უკავშირდება აღმოსავლეთ ფლანგზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო პოტენციალის ზრდას“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მარია ზახაროვას თქმით, ნატო ამგვარი მეთოდებით ცდილობს, რუსეთზე სამხედრო ზეწოლისთვის პლაცდარმი შექმნას. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული თავის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციაში.

„მოვუწოდებთ ალიანსს სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, რომ ამგვარი პროვოკაციული მოქმედებები ევროპაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების დაძაბულობისა და დეგრადაციის გაძლიერებას იწვევს, რითაც საფრთხე ექმნება კონტინენტის ყველა ქვეყნის, მათ შორის ნატო-ს წევრების უსაფრთხოებას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.