მარია ზახაროვა - მინდა, ვნახო ყველაფერი, რასაც მიყვებოდნენ მეზობლები და მშობლები თბილისზე
მარია ზახაროვა - მინდა, ვნახო ყველაფერი, რასაც მიყვებოდნენ მეზობლები და მშობლები თბილისზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ საქართველოში სურს ჩამოსვლა, თუმცა არ უნდა, ახალი პროვოკაციის მიზეზად იქცეს. ამის შესახებ მან ტელეხიდის დროს განაცხადა.

„ბევრი ნაცნობი მყავს საქართველოში, მე მათ ვმასპინძლობ მოსკოვში. ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე, განვიხილავთ პრობლემებს, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა მათი მონახულება საქართველოში; მინდა, ვნახო ყველაფერი, რასაც მიყვებოდნენ მეზობლები და მშობლები თბილისზე.

ჩემი ბავშვობა სავსე იყო თბილისის სილამაზეზე მოყოლილი ამბებით. მესმის, როგორ გარდაიქმნა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში, როგორ გაიზარდა. თუმცა ვიგებ, რომ არ შემიძლია ჩასვლა, რათა არ გავხდე ახალი პროვოკაციის მიზეზი“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

დატოვე კომენტარი