მარია შარაპოვამ მომავალ სეზონში საკუთარ მიზნებზე ილაპარაკა
მარია შარაპოვამ მომავალ სეზონში საკუთარ მიზნებზე ილაპარაკა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ ჟურნალისტებთან მომავალ სეზონში საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა. ამ მომენტისთვის, რუს ჩოგბურთელს WTA-ის რეიტინგში 131-ე ადგილი უჭირავს.

„ძირითადი მიზანია – დავბრუნდე კორტზე, ვიყო ჯანმრთელი, შევუდგე მუშაობას და კარგად გავწერო მომავალი წლის გრაფიკი. მინდა 2019 წლის სეზონში ჩემი სიტყვა ვთქვა.

არ შემეძლო, სეზონის დიდი ნაწილი კონკურენცია გამეწია მეტოქეებისთვის, მაგრამ მაღალი შედეგები და ჩავარდნები ნებისმიერ სპორტსმენს აქვს. გამაჩნია შედეგების გაუმჯობესების მოტივაცია, ვიცი, რომ არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, თუ რაღაცის მიღწევა გსურს“, – მოჰყავს შარაპოვას სიტყვები Tennis World USA-ს.