მარია შარაპოვამ 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა და სეზონში პირველი მატჩი წააგო

18:16, 07.01.2020

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ სეზონში პირველი ოფიციაური მატჩი ჩაატარა. 32 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის ტურნირის პირველ წრეში სამ სეტში წააგო 24 წლის ამერიკელთან ჯენიფერ ბრეიდისთან – 6:3, 1:6, 6:7(3).

შარაპოვას რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 179-ე ადგილზეა, ამ შეხვედრაში რვა ეისი, 11 ორმაგი შეცდომა და ოთხი ბრეიკი დაუგროვდა. ბრეიდიმ ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გახდა – 1:1.

მეორე წრეში ბრეიდი მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ავსტრალიელ ეშლი ბარტის შეხვდება.

მსგავსი