მარია შარაპოვა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშს არ აპირებს
მარია შარაპოვა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშს არ აპირებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ირკვევა, თამაშების ჩატარების ვადებში შარაპოვამ განაცხადი შეიტანა ნიუპორტში გასამართ კომერციულ ტურნირზე (World Team Tennis), სადაც პირველობა თამაშდება გუნდებს შორის.

„მოხარული ვარ, რომ ამ ტურნირზე ვბრუნდები. აქ ყოველთვის დიდი კონკურენციაა. მოუთმენლად ველოდები გუნდურ ფორმატში თამაშს“, – განაცხადა შარაპოვამ.

ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირი 25 ივლისს დაიწყება, World Team Tennis კი 28-29 ივლისს გაიმართება.

დღეისთვის, 32 წლის შარაპოვას 131-ე ადგილი უკავია WTA-ის რეიტინგში.

დატოვე კომენტარი