მარია შარაპოვა იტალიელ მწვრთნელთან იმუშავებს
მარია შარაპოვა იტალიელ მწვრთნელთან იმუშავებს

იტალიელმა სპეციალისტმა რიკარდო პიატიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის მარია შარაპოვას მწვრთნელი იქნება, გარდა ამისა, გააგრძელებს თანამშრომლობას თავის თანამემამულე იანიკ სინერთან, რომელიც ერთი დღის წინ, ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა.

„მომდევნო სეზონში მარიასთან და სინერთან ერთად ვიმოგზაურებ ტურნირებზე. ჩვენ კონცენტრირებულნი ვიქნებით ტექნიკაზე და შევეცდებით დავალაგოთ თამაში. გვერდიდან მარია ცივ და არამეგობრულ ადამიანად მოსჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ის კეთილი გოგონაა. მას სწავლა უყვარს. ქალები არასოდეს გამიწვრთნია, მაგრამ მარიას შემთხვევაში გამონაკლისი გავაკეთე. ეს კარგი გამოცდა იქნება. მან ჩემგან უკვე მიიღო საშინაო დავალება და გამომიგზავნა ვარჯიშების ვიდეო. საკმაოდ მონდომებულია“, – მოჰყავს „ლა გაძეტა დელო სპორტს“ პიაკტის სიტყვები.