მარია შარაპოვა დოჰაში დამარცხდა

08:31, 13.02.2018

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ვერ მოხვდა დოჰას ტურნირის მეორე წრეში. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდი მიიღო, მაგრამ პირველივე რაუნდი დათმო რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთან, რომელიც ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა.

შეხვედრა 2 საათი და 39 წუთი გაგრძელდა და რუმინელმა სამ სეტში მოიგო – 4:6, 6:4, 6:3. ნიკულესკუმ შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, შარაპოვამ კი 15-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ რუსმა მატჩი 11 ორმაგი შეცდომით დაასრულა.

მსგავსი