მარია შარაპოვა ჩოგბურთში დაბრუნებას ვერ ახერხებს
მარია შარაპოვა ჩოგბურთში დაბრუნებას ვერ ახერხებს

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ ორი ტურნირიდან გამოიტანა განაცხადი – ის არ ითამაშებს მომდევნო კვირას შტუტგარტში, აგრეთვე მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირში, რომელიც 4-11 მაისს გაიმართება, – წერს ტენის ლაიფი.

შარაპოვა, რომელიც 19 აპრილს 32 წლის გახდება, კორტზე იანვრის შემდეგ არ ყოფილა, როცა იძულებული გახდა მოხსნილიყო სანკტ-პეტერბურგის ტურნირიდან მუხლის ტრავმის გამო.

რუსი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ აღდგენით პროცედურებს გადის და ამან, შესაძლოა, გარკვეული დრო დაიკავოს.

დატოვე კომენტარი