მარია შარაპოვა ამერიკულ ბიზნეს-შოუში ექსპერტი გახდება
მარია შარაპოვა ამერიკულ ბიზნეს-შოუში ექსპერტი გახდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა მონაწილეობას მიიღებს ამერიკული ბიზნეს-შოუს „შარქ ტენკის“ (Shark Tank) მე-11 სეზონში, – ამის შესახებ რუსმა ჩოგბურთელმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ექსპერტად ვარ მიწვეული „შარქ ტენკის“ მე-11 სეზონში“, – თქვა შარაპოვამ. – „ბოლო რამდენიმე წელი მე ამ შოუს ყველა ეპიზოდს ვუყურებდი და ჩუმად ვანვითარებდი ჩემს ბიზნესს, ახლა კი ვაპირებ თავად მივიღო მასში მონაწილეობა“.

მარია შარაპოვამ აშშ-ის ღიას პირველობის პირველ წრეში გამანადგურებელი ანგარიშით წააგო ამერიკელ სერენა უილიამსთან – 1:6, 1:6. ამ ტურნირის შემდეგ, რუსი ჩოგბურთელი რეიტინგში ასეულს მიღმა აღმოჩნდება.