მარია შარაპოვა ახალ მწვრთნელთან ერთად მუშაობს
მარია შარაპოვა ახალ მწვრთნელთან ერთად მუშაობს

ტორონტოს ტურნირის სტარტზე ესტონელ ანეტ კონტავეიტთან წაგების შემდეგ, რუსმა მარია შარაპოვამ განაცხადა, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე ხორვატი ბორნა ჩორიჩის მწვრთნელთან რიკარდო პიატისთან იმუშავებს.

„ყოველთვის ვაკვირდებოდი რიკარდოს გვერდიდან, ვაფასებ მის და მისი გუნდის გამოცდილებას. მასთან შეკრება საწყისებთან დაბრუნებას ნიშნავდა. მე ოჯახთან ერთად ვიყავი, ვმუშაობდი დილით და საღამოს. მხიარულად ვიყავით.

ძალიან ვამაყობ იმ ძალისხმევით, რაც ბოლო პერიოდში გამოვიჩინე. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს მყისიერად ვიხილო შედეგები, მაგრამ მე არ ველოდი მომენტალურ ეფექტს. უბრალოდ, კმაყოფილი ვარ არჩევანით, გაწეული სამუშაოთი. ბედნიერი ვარ, რომ ვითამაშე. მატჩის შედეგით იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ მისგანაც შეიძლება პოზიტივის აღება. ბევრ ტექნიკურ ასპექტზე გავამახვილე ყურადღება. ვგრძნობ, რომ მხარი უკეთეს მდგომარეობაშია, არადა, ასე არ იყო მთელი წლის განმავლობაში“, – მოჰყავს შარაპოვას სიტყვები ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციას (WTA).

პიატის აკადემიაში შარაპოვამ ივლისის შეკრება გაიარა.

რუსი ჩოგბურთელის ყოფილი მწვრთნელი ტომას ჰოგსტედტი შვედ რებეკა პიტერსონთან იმუშავებს.

დატოვე კომენტარი