მარი-ლუიზ ეტა პირველი ქალი მწვრთნელია, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგის გუნდს უხელმძღვანელა #1TVSPORT
მარი-ლუიზ ეტა პირველი ქალი მწვრთნელია, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგის გუნდს უხელმძღვანელა #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარს, „უნიონ ბერლინს“ ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში ქალმა მწვრთნელმა, მარი-ლუიზ ეტამ უხელმძღვანელა.

მარი-ლუიზ ეტა გუნდში მთავარი მწვრთნელის, ნენად ბიელიცას ასისტენტის ფუნქციას ასრულებს. ბიელიცამ ცოტა ხნის წინ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამიტომ, „უნიონ ბერლინს“ მთავარი მწვრთნელის რანგში „დარმშტადის“ წინააღმდეგ ეტა გაუძღვა და ბერლინურმა გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა. ეს „უნიონ ბერლინისთვის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან გასავარდნთა ზონას ხუთი ქულით დაშორდა. თავად მარი-ლუიზ ეტა კი პირველი ქალი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგის გუნდს უხელმძღვანელა.

32 წლის ეტა ფეხბურთელი იყო, კარიერა 2018 წელს ბრემენის „ვერდერის“ შემადგენლობაში დაასრულა და მწვრთნელობაც ამის შემდეგ დაიწყო.