მარგველაშვილმა პირველივე წრეში რუსი პულიაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა (ვიდეო)

ჩეხეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 19-21 ნოემბერს გაიმართება. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება, ესენი არიან: ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52), ეთერ ლიპარტელიანი (57).

მარგველაშვილმა პირველივე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, რუსი მიხაილ პულიაევი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და შემდეგ წრეში გავიდა.

წინასწარი შეხვედრები 13.00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19.00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

კაცები

60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე

90კგ – ბექა ღვინიაშვილი

100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი

+100კგ – გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები

52კგ – ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი

57კგ – ეთერ ლიპარტელიანი