მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა. ქართველი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეისთან დამატებით დროში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ხვალ, 9 მაისს დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მედლების მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) შეეცდებიან.