მარგველაშვილმა ირლანდიაში სრულად ითამაშა - „შკუპიმ“ უეფა-ს „შემროკის“ სამარცხვინო დახვედრაზე აცნობა [ვიდეო] #1TVSPORT
მარგველაშვილმა ირლანდიაში სრულად ითამაშა - „შკუპიმ“ უეფა-ს „შემროკის“ სამარცხვინო დახვედრაზე აცნობა [ვიდეო] #1TVSPORT

გაგი მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი. ქართველი მცველი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონის, „შკუპის“ ძირითად შემადგენლობაში იყო დუბლინში გამართულ მატჩში „შამროკ როვერსთან“, რომელიც ირლანდიელებმა 3:1 მოიგეს.

უკვე 29-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 იყო. „შკუპიმ“ 77-ე წუთზე ბრაზილიელი კუვინის მშვენიერი გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ 84-ე წუთზე ბალკანელებს მოთამაშე გაუძევეს, „შკუპი“ კაცნაკლული დარჩა და ირლანდიელებმა 97-ე წუთზე, მატჩის ბოლო წამებზე, ონილის გოლით 3:1 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩამდე „შკუპის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ გუნდი ირლანდიაში სტადიონიდან 300 კილომეტრში შეგნებულად დატოვეს, რომ მატჩამდე დაღლილიყვნენ.

„ჩვენს გუნდს ხელს უშლიან უსიამოვნო, თაღლითური გზით. მიუხედავად ჩვენი მცირე ბიუჯეტისა, ვცდილობთ მოთამაშეებს მაქსიმალურად კომფორტულად ვამგზავროთ. ამიტომაც დავჯავშნეთ ჩარტერული რეისი და ამაში ათასობით ევრო გადავიხადეთ, რათა მოთამაშეები მგზავრობით არ დაღლილიყვნენ, მაგრამ ირლანდიურმა კლუბმა უეფა-ს ჩარევის მიუხედავადაც, დუბლინამდე 300 კმ-ის მოშორებით ჩამოგვყარა და გუნდს მგზავრობა გაურთულა. არ ვართ ის ხალხი, ვინც ქედს მოიხრის ასეთი იაფფასიანი თაღლითობის წინაშე. ფეხბურთში დაუსჯელობა დაუშვებელია. ასე მხოლოდ „შკუპის“ ექცევით, თუ იტალიურ, ესპანურ, გერმანულ ან ინგლისურ გუნდთანაც ასე მოქმედებთ? ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა ამ ვითარებას საზოგადოებისადმი მთელი პატივისცემით უპასუხებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „შკუპის“ და „შემროკ როვერსის“ განმეორებითი მატჩი, რომელსაც 9 აგვისტოს სკოპიე უმასპინძლებს, დიდ ინტრიგას იძენს.