მარგველაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში სუპერგოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გაგი მარგველაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, თანაც გამორჩეული – ქართველი მცველის გუნდმა „შკუპიმ“ 27 ტურში „ბორეცი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა თავი 82-ე წუთზე გამოიჩინა.

გაგი მარგველაშვილმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მიიღო, ე,წ, „მაკრატელა” დაარტყა და შეხვედრის საბოლოოდ შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მას მსგავსი გოლი „საბურთალოში“ თამაშის დროს აქვს გატანილი. ყოფილმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

27 ტურის შემდეგ „შკუპის“ 65 ქულა აქვს, კონკურენტ „შკენდიას“ 13 ქულით ასწრებს და საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება. მარგველაშვილი ბალკანურ გუნდში 2022 წლის იანვარში ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდში 8 მატჩი ჩაატარა.

25 წლის მცველმა „შკუპისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მეორე ქართველი ფეხბურთელია ჯაბა ჯიღაურის შემდეგ, რომელსაც ამ ქვეყანაში უთამაშია.