მარგველაშვილის „შკუპი“ გიბრალტარში დამარცხდა - „ლინკოლნს“ ექს-საბურთალოელის გოლმა ვერ უშველა [ვიდეო] #1TVSPORT

გაგა მარგველაშვილის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი „შკუპი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში გიბრალტარის ჩემპიონ „ლინკოლნს“ ესტუმრა და მარცხის მიუხედავად, ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს.

ბალკანელთა რიგებში არ უთამაშია გაგი მარგველაშვილს, რომელიც პირველ შეხვედრაში („შკუპიმ“ 3:0 მოიგო) გააძევეს და ჩრდილომაკედონიელთა განაცხადშიც ვერ მოხვდა. საინტერესოა, რომ ანგარიში გახსნა ხუანფრიმ, რომელიც „საბურთალოში“ 2015-2016 წლებში მისი თანაგუნდელი იყო (11 მატჩი, 2 გოლი). 32 წლის თავდამსხმელმა თავი 32-ე წუთზე გამოიჩინა.

მეორე ტაიმში „ლინკოლნმა“ უპირატესობა გაზარდა და სენსაციასთან ახლოს იყო – 68-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონს გიბრალტარის ნაკრების თავდამსხმელმა ლი კაშიანომ გაუტანა და მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდათ.

თუმცა, გიბრალტარელებმა მეტი ვეღარ მოახერხეს, საბოლოოდ, 2:0 მოიგეს, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე „შკუპი“ და მარგველაშვილი გავიდნენ, სადაც ზაგრების „დინამოსთან“ ურთულესი ორი მატჩი ელით.