მარგველაშვილის გუნდი სკანდალურ წერილს აქვეყნებს - უეფა-ში დოკუმენტებს ვაგზავნით, წინასწარ გვითხრეს, ჩემპიონი ვინ გახდებოდა #1TVSPORT
მარგველაშვილის გუნდი სკანდალურ წერილს აქვეყნებს - უეფა-ში დოკუმენტებს ვაგზავნით, წინასწარ გვითხრეს, ჩემპიონი ვინ გახდებოდა #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გაგი მარგველაშვილის „შკუპი“, რომელიც მოქმედი გამარჯვებულია, კონკურენტ „სტრუგასთან“ 2:1 დამარცხდა და შესაძლოა, ეს წაგება ტიტულის დათმობად დაუჯდეს.

„შკუპი“ ხელმძღვანელობა წაგებას მსაჯებს აბრალებს, რადგან „სტრუგამ“ ორივე გოლი პენალტით გაიტანა – მათ საგანგებო განცახდება გაავრცელეს, სადაც ამტკიცებენ, რომ სეზონის დასაწყისიდან გუნდის წინააღმდეგ კულისებში ბინძური თამაში მიმდინარეობს. სკანდალურ წერილში ნათქვამია, რომ წინასწარ უთხრეს, ჩემპიონი ვინ გახდებოდა.

„სეზონის დასაწყისიდან ჩვენს წინააღმდეგ ბინძურად „თამაშობენ“. წელი ევროპაში ძალიან რთული მატჩებით დავიწყეთ, შემდეგ ჩემპიონატი გადაღლილებმა დავიწყეთ. სეზონის დასაწყისში 19 დღეში 7 თამაში გვქონდა. ასეთ პირობებში ქულებს „ბარსელონაც“ დაკარგავდა, თუ მატჩს საშუალოდ 2,5 დღე ითამაშებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი კალენდარით ქულებს დავკარგეთ. ვინმეს თუ ჰქონდა გეგმა, იმუშავა და „კარგი“ გეგმა იყო. შემდეგ „შკენდიასთან“ მომხდარი ინციდენტის გამო, 6 თამაში ნეიტრალურ სტადიონზე ვითამაშეთ. „სილექსთან“ გამარჯვებული მატჩში მსაჯმა გამოავლინა და არა მეტოქემ. „სტრუგასთან“ მსაჯმა პენალტი მოიგონა და თავადაც იცის, რომ პენალტი დასანიშნი არ იყო.

სეზონის დასაწყისში სატელეფონო ზარში გვითხრეს, რომ ჩემპიონი ცნობილი იყო. ჩვენ უგულებელვყავით ეს მესიჯი, მაგრამ ახლა გასაგებია, რაც ხდება. გვინდა, ყველამ იცოდეს, რომ ეს მასალები უეფა-ს გადაეცემა. არ გვინდა ვინმეს შრომის დაკნინება. პატივს ვცემთ ჩვენი კონკურენტების მუშაობას. კმაყოფილი ჩვენი გუნდის თამაშითაც ვერ ვიქნებით, მაგრამ მხოლოდ შეცდომების გამო უნდა წავაგოთ. გვჯერა, რომ კრიტერიუმები ყველასთვის ერთი იქნება და საბოლოოდ ისევ ჩემპიონები გავხდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.