მარგველაშვილი ზაგრების „დინამოს“ მეორედ დაუპირისპირდა - „შკუპიმ“ ხორვატიაში ფრედ ითამაშა #1TVSPORT
მარგველაშვილი ზაგრების „დინამოს“ მეორედ დაუპირისპირდა - „შკუპიმ“ ხორვატიაში ფრედ ითამაშა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები გაიმართა, სადაც ქართველების გუნდებიც მონაწილეობდნენ.

აგდამის „ყარაბაღმა“ ბაქოში უმასპინძლა შვეიცარიულ „ციურიხს“ და მინიმალური ანგარიშით, 3:2 დაამარცხა. აზერბაიჯანის ჩემპიონის განაცხადში იყო ლუკა გუგეშაშვილი, მაგრამ ისევე, როგორც ბოლო პერიოდის სხვა მატჩებში, ამჯერადაც სათადარიგოებში დარჩა.

გიბრალტარის „ლინკოლნთან“ მიღებული დისკვალიფიკაცია გაუვიდა გაგი მარგველაშვილს და ჩრდილოეთ მაკედონიურიშკუპის“ რიგებში ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა.

ბალკანური დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით დასრულდა – „შკუპი“ 25-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 86-ე წუთზე 2:1-ს აგებდა და გასვლაზე ძლიერ მეტოქესთან მატჩი ბოლო წუთზე მაინც გადაარჩინა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა.

მარგველაშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა ზაგრებელთა წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ ითამაშა – პირველად 2019 წელს „საბურთალოს“ შემადგენლობაში ესტუმრა და მაშინაც ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაატარა.

ამ ორი წყვილის გამარჯვებულებისა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა მომდევნო კვირას შვეიცარიასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ განმეორებით შეხვედრებში გამოვლინდება.