მარგველაშვილი მოედნიდან გააძევეს - „შკუპიმ“ „ლინკოლნი“ დაამარცხა #1TVSPORT
მარგველაშვილი მოედნიდან გააძევეს - „შკუპიმ“ „ლინკოლნი“ დაამარცხა #1TVSPORT

გაგი მარგველაშვილი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ქართველი მცველის გუნდმა მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური კანდიდატი გახდა.

26 წლის ქართველმა მცველმა „შკუპის“ ძირითად შემადგენლობში დაიწყო ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩი, რომელშიც ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონს, გიბრალტარის „ლინკოლი“ უპირისპირდებოდა. მარგველაშვილმა მეორე ტაიმამდე ითამაშა.

ქართველმა ლეგიონერმა ყვითელი ბარათი პირველად 43-ე წუთზე მიიღო, მეორედ – 54-ე წუთზე და მოედნიდან გააძევეს. ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი კაცნაკლული დარჩა. თუმცა, საბედნიეროდ, ეს „შკუპის“ თამაშზე არ აისახა.

ამ დროისთვის ქართველის გუნდი 2:0-ს იგებდა, ხოლო 62-ე წუთზე გიბრალტარის ჩემპიონის კარი მესამედ აიღეს – საბოლოოდ, „შკუპიმ“ 3:0 გაიმარჯვა და თუ განმეორებით მატჩში სასწაული არ მოხდება, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტპზე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი გავა.

ეს „შკუპისთვის“ სერიოზულ ფინანსურ შემოსავალს ნიშნავს, რადგან შემდეგ გუნდი მინიმუმ კონფერენს ლიგის პლეი ოფში ითამაშებს.