მარგველაშვილი ფინალშია (ვიდეო)

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე, 66 კოლოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინალში მოლდაველი სპორტსმენი დენის ვიერუ იპონით დაამარცხა. გამარჯვებისთვის ქართველ ძიუდოისტს წუთზე ნაკლები დასჭირდა.

ფინალში მარგველაშვილი ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს დაუპირისპირდება.